”მკითხველთა კლუბი” სტუმრად სამედიცინო უნივერსიტეტში! (EN)
”გამომცემლობა პალიტრა L” - ისა და ”მკითხველთა კლუბის” სპეციალური სტენდი 11 საათიდან სამედიცინო უნივერსიტეტის ფოიეში გამოჩნდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ მთელი დღის განმავლობაში გაცნობოდნენ მკითხველთა კლუბის კატალოგს, დაეთვალიერებინათ მასში წამოდგენილი მრავალფეროვანი წიგნები უპრეცედენტო ფასდაკლებებითა და საჩუქრებით, ასევე მიეღოთ ”მკითველთა კლუბთან” დაკავშირებული ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია.

”მკითხველთა კლუბი” ”გამომცემლობა პალიტრა L” -ის პროექტია, ეს არის ყოველთვიური ჟურნალი-კატალოგი, რომელიც თვეში ერთხელ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად გამოიცემა. ჟურნალი-კატალოგი წიგნის მოყვარულებს საქართველოს 12 ქალაქიდან აერთიანებს: თბილისი, წყნეთი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ახალციხე, ოზურგეთი, სენაკი, გორი და თელავი.
რეგისტრაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რეგისტაციის შემდეგ კი წევრები გამომცემლობა პალიტრა ელის წიგნებზე უპრეცენდენტო ფასდაკლებებითა და პირობებით სარგებლობენ.

წიგნის მოყვარულებო შემოგვიერთდით!