სიახლეები
გამომცემლობა ,,პალიტრა L'' TIME- ის სერიის პრეზენტაცია
2014 წლის 21 მარტს, 19:00 სთ-ზე, თბილისი მარიოტში, (რუსთაველის გამზირი N13 ) TIME -ის სერიის, პირველი წიგნის ”დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე” პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ჟურნალ TIME- ის უნიკალური ფოტოების გამოფენა. პრეზენტაციაზე კომენტარებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გააკეთებენ. (ლაშა ბუღაძე, გიორგი კეკელიძე, გოგა ჩანადირი, ნინო დეკანოსიძე.) პროექტი ”გამომცემლობა პალიტრა L”-ს ეკუთვნის.

ფაქტები, პლაკატები, კარიკატურები, კინემატოგრაფი, ინტერვიუები ეპოქის მნიშვნელოვან ფიგურებთან
ლეგენდარული ჟურნალიდან - TIME

16 ტომი მსოფლიო მოვლენებსა და პიროვნებებზე დაწერილ წერილებსა და ფოტოსურათებს აერთიანებს. წარმოდგენილი მასალა ეპოქალური მოვლენების თვითმხილველი ადამიანების მიერ ”ცხელ კვალზეა” მოპოვებული, რაც ისტორიასთან შეხების საშუალებას გვაძლევს.

“TIME- ეს არის ნამდვილი ამერიკული პრესა, რომელიც მსოფლიო მეგაპოლისში _ ნიუ-იორკში _ გამოდის და ნებისმიერ ფაქტსა და მოვლენას მსოფლიო კონტექსტში
განიხილავს. მას საუკეთესო, კომპეტენტური და პროფესიონალი ავტორები ჰყავს. ჟურნალში თანაბარი ადგილი ეთმობა ინტერვიუებს მაჰათმა განდისთან და ალ კაპონესთან. TIME-ის პირველი ნომერი 90 წლის წინ გამოვიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი პერიოდიკა მთელ XX საუკუნეს მოიცავს, თუმცა, მასშიც შეიძლება უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა და პიროვნებების გამორჩევა, რომელთაც დადებითად ან უარყოფითად წარმართეს კაცობრიობის ისტორია.”

ყოველი ახალი ტომი გამოიცემა თვეში ორჯერ და გავრცელდება გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად