სიახლეები
გამომცემლობა ,,პალიტრა L''
”თაობა L” - შემეცნებითი პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2014 წლის 10 მარტს ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციით გაიხსნება (თემა - ” წიგნი და წიგნის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში”).
მონაწილე 400-მდე სტუნდენტიდან ერთ-ერთი, ორთვენახევრიანი წიგნების მარათონის საფინალო ტურში, პირველი ადგილის მფლობელი გახდება.

10 ტურის განმავლობაში მონაწილეებს მოუწევთ 10 წიგნის წაკითხვა და თითოეულ ტურზე, ტესტის წერა, რაც სტუდენტის მიერ წაკითხული ლიტერატურის წვდომასა და აღქმის ხარისხს გადაამოწმებს. თითოეულ ტურს ოფიციალური კურატორის ლევან ბერძენიშვილის გარდა ეყოლება ჟიურის წევრები: მარიკა დარჩია, დათო ტურაშვილი, მაკა ლდოკონენი, გიორგი კეკელიძე. საკითხავი ლიტერატურა შერჩეულია გამომცემლობა პალიტრა L - ის სერიებიდან: ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ” და ”49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”!

პროექტი ”თაობა L” 2014 წლის 23 აპრილს, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს საზეიმოდ დაიხურება, დახურვაზე სამი ფინალისტიდან ერთი გამარჯვებული გამომცებლობა პალიტრა L - ის მიერ დაწესებულ ფულად პრემიას ან ”100 წიგნის თაროს” მიიღებს - გამარჯვებული არჩევანში თავისუფალი იქნება.