დირექტორის თანაშემწე
დირექტორის თანაშემწე

მულტიმედია ჰოლდინგი „პალიტრა მედია“ აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

”პალიტრა მედია”წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ მულტიმედია ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს 5 პერიოდულ გაზეთს, 15 პერიოდულ ჟურნალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს, 15 ინტერნეტ პორტალს, ლიტერატურის საგამომცემლო სახლს ”პალიტრა-L”და ”ბიბლუსი”-ს წიგნის მაღაზიათა ქსელს.

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსულ ზარებზე პასუხი;
  • დირექტორის ოფისის დოკუმენტაციის მართვა;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • ოფიციალური წერილების მომზადება და გაგზავნა;
  • ავიაბილეთების და სასტუმროების დაჯავშნა;
  • სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა, რაც პერიოდულად დაევალება უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა მაღალ დონეზე(ვერბალური და წერილობითი);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა
  • ორგანიზებულობა;
  • სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად მუშობი უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშობის შესაძლებლობა.

სქესი: მდედრობითი

ასაკი: 22-30

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@palitra.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებს!