IPN.ge

Interpressnews.ge

ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (IPN) შეიქმნა 2005 წელს. სააგენტო ავრცელებს აქტუალურ, ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, სამ ენაზე, 24 საათის განმავლობაში.

IPN საქართველოში ყველაზე გავლენიან საინფორმაციო სააგენტოდ არის აღიარებული. მისი აქტიური მომხმარებელია პოლიტიკური "ისტებლიშმენტი" და საქმიანი ადამიანების უმრავლესობა.

საინფორმაციო სააგენტოს გამართულ და ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს ინტეგრირებული ნიუსრუმი, რომელიც საქართველოში პირველად "პალიტრა მედიამ" შექმნა.

IPN-ის მუდმივი ხელმომწერები არიან მსხვილი კომერციული კომპანიები, სამთავრობო სტრუქტურები, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვ.

IPN წარმოადგენს უპირველეს სანდო საინფორმაციო წყაროს არა მხოლოდ მისი ერთგული მომხმარებლებისთვის, არამედ არაერთი მედია- საშუალებისთვის. დღესდღეობით მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საინფორმაციო ინტერნეტმედიის მთავარი ვებსაიტი საქართველოში.




აუდიტორია სქესის მიხედვით: ქალები 35.6% მამაკაცები 64.4%

ძირითადი აუდიტორია ასაკის მიხედვით: 25-დან 50 წლამდე


www.interpressnews.ge