სიახლეები
"პალიტრა მედია" "mediamall.ge"-მ წლის მედიაორგანიზაციად დაასახელა
საზეიმო ცერემონია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა, სადაც მიწვეულ სტუმართა შორის ის ადამიანები და მედიაორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც “mediamall.ge”-ს საიტზე მკითხველთა შორის ყველაზე პოპულარულობით სარგებლობდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" “mediamall.ge”-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა ადიდ მირზოევმა განუცხადა, წლის მედიაორგანიზაციად დასახელდა "პალიტრა მედია" და, შესაბამისად, ამ ჰოლდინგში შემავალ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსსა" და "ამბები.გე"-ს დიპლომები გადაეცათ.
მირზოევის განცხადებით, მედიამალლ.გე-ზე "ინტერპრესნიუსისა" და "ამბები.გე"-ს ინფორმაციები ინტენსიურად ქვეყნდება, რომელსაც სტატიის ბოლოს მითითებული აქვს წყარო და აღნიშნულ საინფორმაციო მასალებსა და პუბლიკაციებს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს.
ასევე დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, როგორც ინფორმაციის მოწოდების კუთხით ყველაზე იპერატიული სახელმწიფო უწყება.
დაჯილდოებულთა შორის ასევე აღმოჩნდა კახი კახიშვილი, ნომინაციაში - ყველაზე პროგნოზირებადი ექსპერტი. მედია-სიმპათია დაიმსახურეს მომღერლებმა სოფო ბედიამ და ანრი ჯოხაძემ.
ამასთან, ყველაზე მეტი მკითხველი “mediamall.ge”-ზე აღმოაჩნდა ლალი მოროშკინას ბლოგებსა და კომენტარებსა და, შესაბამისად, მოროშკინაც დაჯილდოვდა. წლის მედიაკოლორიტად კი გივი სიხარულიძე დასახელდა.