სიახლეები
"პალიტრა მედიამ" თანამშრომელთა შვილებს ზეიმი მოუწყო
"პალიტრა მედიამ" პატარებს ფერადი ბუშტები, საზეიმო კონუსები, საყვირები, ტკბილეულობა და ნაყინები დაურიგა. ჟურნალმა "საბავშო კარუსელი" პატარებს ჟურნალის ნომრები აჩუქა, ხოლო გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ისინი წიგნებით დაასაჩუქრა.

ბავშვები სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა გაართეს. პატარებისთვის კონცერტიც გაიმართა. მოეწყო სხვადასხვა სახის შეჯიბრი. ღონისძიებაზე მოწვეულმა მხატვრებმა პატარებს სახე მოუხატეს. ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა "პალიტრა მედიის" ეზო მოხატეს.

"პალიტრა მედია" ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თანამშრომლების შვილებს ტრადიციულად მასპინძლობს.