ჩვენ შესახებ
ისტორია

ჩვენი და საზოგადოების ძლიერი სურვილი, საქართველოში არსებულიყო მედიასაშუალება, რომელიც ობიექტურად და სამართლიანად გააშუქებდა მიმდინარე მოვლენებს დაედო საფუძვლად იმას, რომ 1995 წლის 18 აპრილს გაზეთ „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი დაიბეჭდა.
ამ წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის თავდაუზოგავმა შრომამ ერთი ბეჭდური გამოცემა საქართველოში უმსხვილეს მულტიმედია ჰოლდინგად აქცია.
ჩვენი მიზანი და ფასეულობები, ვყოფილიყავით მიუკერძოებელი მედიასაშუალება და, ამავდროულად, ხელი შეგვეწყო საზოგადოების განათლების ამაღლებისთვის - უცვლელი დარჩა. გაიზარდა მხოლოდ კომპანიის მასშტაბი.
დღესდღეობით ჰოლდინგი აერთიანებს 14 ბეჭდურ გამოცემას, 20-ზე მეტ საინფორმაციო და ელ. კომერციის ვებგვერდს, რადიოს, ტელევიზიას, გამომცემლობას, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელებს, სტამბას, ქაღალდის სადისტრიბუციო კომპანიას, ქაღალდის საწარმოს, სარეკლამო და ივენთ კომპანიებს.


მისია

ჩვენი მისიაა ქართული საზოგადოების ყველა ასაკისა და სოც. ფენის წარმომადგენელს მივაწოდოთ ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაცია. მივცეთ პოლიტიკური, ბიზნეს, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და გასართობი ინფორმაციის მიღების მრავალფეროვანი შესაძლებლობა: ბეჭდვითი, ინტერნეტ, რადიო და სატელევიზიო მედიისა და საგამომცემლო საქმიანობის გამოყენებით.

ჩვენი ფასეულობები
  • სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვა
  • ინფორმაციის აქტუალურობა, მიუკერძოებლობა და ოპერატიულობა
  • გუნდურობა და მაღალი პროფესიონალიზმი
  • განათლება
  • ეკოლოგია