პალიტრა L
პალიტრა L

იკითხე საუკეთესო

„გამომცემლობა პალიტრა L“ შეიქმნა 2005 წელს. ათი წლის მანძილზე გამომცემლობამ განახორციელა მრავალი ძალზე მნიშვნელოვანი, ინოვაციური, მასშტაბური პროექტი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროექტი,50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ, რის შედეგად გამომცემლობამ წამყვანი პოზიცია დაიმკვიდრა საქართველოს წიგნის ბაზარზე.

ამჟამად „გამომცემლობა პალიტრა L“ წლის განმავლობაში გამოსცემს 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს.

ჩვენი ძირითადი საგამომცემლო მიმართულებებია: მსოფლიო ლიტერატურა, ქართული პროზა, საბავშვო და საყმაწვილო წიგნები, თანამედროვე თარგმანები და დარგობრივი ლიტერატურა.

„გამომცემლობა პალიტრა L“ წარმატებით მუშაობს სერიულ გამოცემებზეპალიტრა მედიისჟურნალებსა და გაზეთებთან ერთად. ეს მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია. საგამომცემლო სახლი მომავალში მნიშვნელოვანი ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს.

„გამომცემლობა პალიტრა L“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წევრია. ის აქტიურად მონაწილეობს წიგნის ფესტივალებსა და ბაზრობებზე თბილისში, ფრანკფურტში, ბოლონიაში, ლაიფციგსა და ლონდონში.

2014 წლიდან ახორციელებს ყველაზე წარმატებულ თინეიჯერული წიგნების პროექტსLiberteens-ს. 2015 წლიდან პირველად საქართველოში დაიწყო თანამედროვე ბიზნესლიტერატურის გამოცემა ქართულ ენაზე პროექტის „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში.

პოზიციონირება

„გამომცემლობა პალიტრა Lყველაზე დიდი საგამომცემლო კომპანიაა საქართველოში, გამოსცემს ყველაზე მეტი რაოდენობის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შესრულებულ წიგნს და მკითხველს სთავაზობს ჟანრობრივ და თემატურ მრავალფეროვნებას. „პალიტრა L“ ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ სტამბებთან.

კომპანიის მისია

გამომცემლობის მისიაა წიგნებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, წიგნიერების დონის ამაღლება და თანამედროვე ტენდენციების დანერგვა საგამომცემლო ბაზარზე.






www.palitral.ge

ბლოგი, სადაც იხილავთ ინფორმაციას ყველა იმ წიგნების სერიის შესახებ, რომელიც ”მედიაპალიტრის” ამა თუ იმ გამოცემასთან ერთად გამოდის.
ეწვიეთ ბლოგს, გაეცანით, გაგვიზიარეთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები. ბლოგმა ეს ესაა დაიწყო ფუნქციონირება და ჩვენთვის თითოეული თქვენგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია!