გზა

გზა
აირჩიე შენი გზა!

ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. გამოიცემა 1996 წლიდან.


თემატიკა
პოლიტიკა, ეკონომიკა, ისტორია, იუმორი, ასევე შოუბიზნესისა და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ამბები.


სამიზნე აუდიტორია
25-დან 60 წლამდე ადამიანები, რომელთათვის მნიშვნელოვანია აქტუალურ-საზოგადოებრივ პრობლემებზე საქმის კურსში ყოფნა.


აუდიტორია: მამაკაცები 60% ქალები 40%


პოზიციონირება
ერთ-ერთი ყველაზე მაღალტირაჟიანი ჟურნალი საქართველოში. გამოირჩევა ამბების მრავალფეროვნებით, მკითხველთან მუდმივი ინტერაქციით, აქტუალური თემების მრავალმხრივ წარმოჩენით.


2010 წელს ჟურნალ ,,გზასთან’’ ერთად წიგნების სერიის ,,ქართული პროზის საგანძურის’’ გამოცემით საფუძველი ჩაეყარა ძალიან მასშტაბური და წარმატებული პროექტების ციკლს - წიგნები პრესასთან ერთად ხელმისაწვდომ ფასად.


გავრცელების არეალი
ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

გამოსვლის დღე: ხუთშაბათი
ფორმატი: A4.
ქაღალდი: საგაზეთო+ცარცი
გვერდების რაოდენობა: 96