პრინტარეა
პრინტარეა



კომპანიის შესახებ

„პრინტარეა“ 2010 წლიდან არის დაკავებული პოლიგრაფიული საქმიანობით. კომპანიას შესაძლებლობა აქვს, მომხმარებელს გაუწიოს სრული პოლიგრაფიული მომსახურება: ციფრული ბეჭდვა, ფართოფორმატიანი ბეჭდვა, პრომო მასალების ბრენდირება, გრავირება, ტექსტილზე ბეჭდვა, მყარ ზედაპირზე ბეჭდვა, კრეატიული დიზაინი.

„პრინტარეას“ დამკვეთები არიან სხვადასხვა დარგში მომუშავე ორგანიზაციები და ფიზიკური პირები. კომპანიაში დასაქმებულია 30-მდე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი.

პოზიციონირება

„პრინტარეას“ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უჭირავს მაღალპოლიგრაფიული მომსახურების დარგში, რასაც ახორციელებს უახლესი დანადგარებითა და ტექნიკით. მისი უპირატესობაა დაბეჭდოს უმაღლესი ხარისხით სხვადასხვა ფორმის, ტექსტურისა და ფერის მქონე მრავალფეროვან მასალაზე უმოკლეს ვადაში - მინიმუმ 15 წუთი, მაქსიმუმ 24 საათი. მომხმარებელს ასევე სთავაზობს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე ტრანსპორტირების სერვისს.

კომპანიის მისია

„პრინტარეას“ მისიაა, მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის ბეჭდვითი მომსახურების სრული სპექტრი. კომპანიის პრიორიტეტია სისწრაფე, მაღალი ხარისხის პოლიგრაფია და კონკურენტული ფასები. „პრინტარეას“ მიზანია, შეინარჩუნოს ბაზარზე ლიდერის პოზიცია გრძელვადიან პერსპექტივაში.