წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება
წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება

“წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება” 2014 წელს დაარსდა. ამ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჰყავს წარმომადგენელი. მასში გაერთიანებულები არიან წიგნის მოყვარულები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პროცესში წიგნიერების მნიშვნელობას სრულად აცნობიერებენ და შესაბამისადაც მოქმედებენ. მაგალითად, თითოეულ მოქალაქემდე წიგნის მიტანაში მნიშვნელოვან როლს ადამიანთა ჯგუფები ასრულებენ, რომლებსაც წიგნები/კატალოგები საქართველოს მასშტაბით დააქვთ და მკითხველებს სასურველი ლიტერატურის შერჩევაში ეხმარებიან. ანუ, ფაქტობრივად, საზოგადოების წევრები საკუთარი საქმიანობით თანამედროვე საქართველოში იმ საქმეს აგრძელებენ, რაც მე-19 საუკუნეში "სამოციანელებმა" დაიწყეს. სწორედ ამიტომ მოსახლეობამ მათ წიგნის გამავრცელებლებ უწოდა.

“წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოების” მიზანს საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლება, კითხვის სიყვარულის გაღრმავება და საზოგადოების წინსვლისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობა წარმოადგენს.

პროექტი იმითაც არის უნიკალური, რომ კითხვის მოყვარულებს აძლევს დამატებით შესაძლებლობებს:
  • საყვარელი წიგნები შეიძინონ საბაზრო ფასზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად;
  • მიიღონ დამატებითი შემოსავალი;
  • შექმნან საკუთარი ბიზნესი;
  • საზოგადოების საქმიანობაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

წიგნების ტრანსპორტირება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით!

www.readersclub.ge