ბიბლუსი
ბიბლუსი

ბიბლუსი

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. განვლილი პერიოდის განმავლობაში „ბიბლუსმა“ შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

დღეისათვის „ბიბლუსი“ მართავს 51 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყოველდღიურად სთავაზობს წიგნის მოყვარულებს საქართველოს საგამომცემლო სახლებისა და კერძო ავტორების მიერ გამოცემულ ყველა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურას.

„ბიბლუსის“ მისიაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების დონის შემდგომი ამაღლებისათვის.

ბიბლუსი ქიდსი

"ბიბლუსი ქიდსი" არის უნიკალური ადგილი, ჯანსაღი გარემო სავსე წიგნებით, სადაც ბავშვები ერთობიან და ამავდროულად შემოქმედებითად და ინტელექტუალურად ვითარდებიან, ხოლო მშობლები ისვენებენ! ეს არის თანამედროვე, თუმცა მყუდრო გასართობი კომპლექსი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, შესაბამისად, სივრცე აღჭურვილია უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური გასართობებით.

"ბიბლუსი ქიდსი" მიზნად ისახავს ბავშვების შინაარსიანი დასვენებისა და განვითარებისათვის საჭირო მიკროგარემოს შექმნას. მთავარი ღირებულება კი – წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.


CI GUSTA!

2015 წლიდან "ბიბლუსი გალერეას" ტერიტორიაზე წარმოდგენილია იტალიური კაფე "ჩი გუსტა!"
მსოფლიოს 35 ქვეყანაში მომხმარებლების რჩეული იტალიური ბრენდი გამოირჩევა უგემრიელესი იტალიური კერძებითა და დესერტებით, რომლებიც იტალიელი მზარეულების მიერ შექმნილი რეცეპტებით მზადდება, გარდა ამისა ექსკლუზირად პრეჯელის ყავის მარცვალისგან დამზადებული ყავის ნაირსახეობებით.

„ჩიგუსტა!“ გამოირჩევა მყუდრო ინტერიერით, რომელიც ინტეგრირებულია წიგნის მაღაზიასთან, აქვე აღსანიშნავია, რომ კაფის ტერიტორიაზე არ ეწევიან, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს სტუმრებისთვის.

„ჩიგუსტას!“ ახალი, მეორე ფილიალი ახლა უკვე ვაჟა-ფშაველას 47-ში.


www.biblusi.ge