პალიტრა News
პალიტრა News

პალიტრა news

ახალი ამბების ტელევიზია


2015 წლის ნოემბრიდან "პალიტრა მედია" 24 საათის განმავლობაში აწვდის მომხმარებელს მუდმივად განახლებად, სანდო და საინტერესო ინფორმაციას.


თემატიკა

"პალიტრა news" არის ფაქტებზე ორიენტირებული ტელევიზია, რომელიც მაყურებელს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს ახალ ამბებს. ინფორმაცია არხზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სპორტული სიახლეების შესახებ მუდმივ, უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა. სიახლეები ყოველ საათში ერთხელ განახლებადია და მაყურებელს სთავაზობს, მიმდინარე პროცესებს მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით გაეცნოს.


სამიზნე აუდიტორია

"პალიტრა news"-ის სამიზნე აუდიტორიაა ყველა ინტერესის სფეროს ადამიანი, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია და სურს ოპერატიულად მიიღოს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია.


პოზიციონირება

"პალიტრა news"პოზიციონირდება, როგორც ფაქტებზე ორიენტირებული, მიუკერძოებელი, ახალი ამბების ტელევიზია 24-საათიანი მაუწყებლობით.


გავრცელების არეალი

მაუწყებლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც საკაბელო ოპერატორების, ასევე ციფრული მაუწყებლობის საშუალებით.


www.palitranews.ge