კოლორ გრუპი
კოლორ გრუპი

კომპანიის შესახებ

სტამბა „კოლორი“ დაარსდა 1992 წელს. ბეჭდავს: ჟურნალებს, გაზეთებს, წიგნებს, რვეულებს და სხვა. წარმოებაში დანერგილია როტაციული და ფურცლოვანი დანადგარებით ბეჭდვა.სტამბა „კოლორის“ დამკვეთები არიან სხვადასხვა დარგში მომუშავე ორგანიზაციები და ფიზიკური პირები.

2014-15 წლებში წარმოებას დაემატა თანამედროვე ტიპის უახლესი მაღალტექნოლოგიური დანადგარები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიანი სარეკლამო პროდუქციისა და ყველა სახეობის წიგნების ბეჭდვას. ამჟამად წარმოებაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი. „კოლორისთვის“ პრიორიტეტულია წინასასტამბო, პოლიგრაფიული და ბეჭდვის შემდგომი მომსახურება.

პოზიციონირება

„კოლორი“ პოზიციონირდება, როგორც ყველაზე მსხვილი საგაზეთო და საჟურნალო სტამბა. 2013 წლიდან დაიწყო ახალი პრიორიტეტული მიმართულების სარეკლამო პროდუქციის წარმოების განვითარება. სტამბის მთავარი უპირატესობაა, ყველა რგოლისა და წარმოების აქტიური მუშაობა, რაც დროისა და თანხების დაზოგვის, შეკვეთის შესრულების ოპერატიულობისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების გარანტიაა.

კომპანიის მისია

სტამბა „კოლორის“ მისიაა, 24-საათიანი აქტიური მუშაობის საფუძველზე უმოკლეს ვადაში, მაღალი ხარისხით შეასრულოს ნებისმიერი სირთულისა და მოცულობის შეკვეთა.