ელვა მარკეტი
ელვა მარკეტი

კომპანიის შესახებ

2012 წლის თებერვალში "პალიტრა მედიის" შემადგენლობაში დაარსდა კომპანია "ელვა მარკეტი" მინიმარკეტის ტიპის თანამედროვე დახვეწილი დიზაინის ჯიხურების სტანდარტიზებული ქსელი.

"ელვა მარკეტი" მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: პრესა, წიგნები, საკანცელარიო და სასკოლო ნივთები, ასევე, ყოველდღიური მოხმარების საგნები: თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები და სხვა.

პოზიციონირება

"ელვა მარკეტი" არის ყველგან, სადაც მომხმარებელია - ეს არის მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც მუდმივად ცდილობს შეუქმნას მას მაქსიმალური კომფორტი.

კომპანიის მისია

"ელვა მარკეტი" მომხმარებელს სთავაზობს ყოველდღიური გამოყენების პროდუქტების მაქსიმალურად ფართო არჩევანს მისთვის მოსახერხებელ ადგილას, სახლთან ახლოს. მისი ქსელი ხასიათდება ჯიხურების საუკეთესო მდებარეობით, ხელმისაწვდომი ფასებითა და სწრაფი მომსახურებით.