ბომონდი

1996 წელს ჟურნალ ,,ბომონდის’’ გამოცემით დაიწყო ჟურნალების გამოცემის ეტაპი.

ბომონდი

ყოველთვიური ე.წ. ,,პრიალა’’ ჟურნალი. გამოიცემა 1996 წლიდან.


თემატიკა
ჟურნალი ,,ბომონდი’’ მოიცავს რუბრიკებს მოდის, დიზაინისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს შესახებ.


სამიზნე აუდიტორია
,,ბომონდი’’ აერთიანებს იმ ღირებულებებს, რომელსაც იზიარებს ე.წ. ბომონდური საზოგადოება. წარმატებული, გემოვნებიანი, კულტურის სფეროში მოღვაწე ან ამ სფეროში გარკვეული ადამიანები. თბილისის მასშტაბით ,,Opinion maker’’-ები. ეს ის სეგმენტია, რომლის აზრსაც ითვალისწინებს საზოგადოების დანარჩენი ნაწილი.

პოზიციონირება
,,ბომონდი’’ ზრუნავს მკითხველის გემოვნების ჩამოყალიბებაზე, აწვდის რა საჭირო ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში.

"ბომონდი" შთაგონების წყაროა. ადამიანი, რომელიც ,,ბომონდს ’’ გადაშლის, პოულობს სასარგებლო რჩევებს, როგორ ჩაიცვას, იღებს ინფორმაციას წარმატებული მოდის ბრენდების შესახებ და ეზიარება კულტურის სიახლეებს. ,,ბომონდი’’ გამოირჩევა განსაკუთრებული საავტორო ფოტოსესიებით.

უდიტორია: ქალები 75% მამაკაცები 25%


გავრცელების არეალი
,,ბომონდი’’ ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც საცალო ქსელსა და ხელმომწერებში, ისე კაფეებსა და სასტუმროებში.

გამოსვლის დღე: თვეში ერთხელ, თვის დასაწყისი
ფორმატი: A4.
ქაღალდი: პრიალა ცარცი
გვერდების რაოდენობა: 132