კვირის პალიტრა
კვირის პალიტრა

კვირის პალიტრა
თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!

ყოველკვირეული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. გამოიცემა 1995 წლიდან.

თემატიკა

გაზეთ ,,კვირის პალიტრაში’’ შუქდება მთელი კვირის ახალი ამბები, მნიშვნელოვანი მოვლენები. პოლიტიკური, სოციალური, ბიზნეს და კულტურული სიახლეები.

სამიზნე აუდიტორია

,,კვირის პალიტრის’’ სამიზნე აუდიტორიაა ადამიანები 30 წლიდან, რომლებსაც მოთხოვნილება აქვთ მიიღონ ამომწურავი და სანდო ინფორმაცია ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, გაზეთის მკითხველები არიან საზოგადოების ყველა ფენისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა სურვილია ჩაერთონ საზოგადოებრივად აქტიურ ცხოვრებაში.

აუდიტორია: მამაკაცები 55% ქალები 45%

პოზიციონირება

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ,,კვირის პალიტრა’’ სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს ყველაზე სანდო, მაღალტირაჟიანი და გავლენიანი გამოცემის სტატუსს. სხვადასხვა კვლევასა და კონკურსში ,,კვირის პალიტრა’’ უცვლელად სახელდება, როგორც ყველაზე კითხვადი გამოცემა. თავისი არსებობის თითქმის 20 წლის ისტორიის მანძილზე მკითხველზე მუდმივი ზრუნვის შედეგად გაზეთმა შექმნა ინფორმაციის აქტუალურობის, მრავალფეროვნების და ობიექტურობის ურყევი ტრადიცია, რამაც მას მოუტანა ყველაზე მნიშვნელოვანი, დამსახურებული ნდობა ასიათასობით ერთგული მკითხველისგან.

2005 წლიდან გაზეთს აქვს ინტერნეტგვერდი,www.kvirispalitra.ge, რომელიც დღესდღეობით ქართულ საინფორმაციო საიტებს შორის მყარად ინარჩუნებს ადგილს პირველ ათეულში.

გავრცელების არეალი

,,კვირის პალიტრა ’’ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. მისი მკითხველების დაახლოებით 50% რეგიონებზე მოდის , 50% კი თბილისზე.

გამოსვლის დღე: ორშაბათი
ფორმატი: A3
ქაღალდის ტიპი: საგაზეთო
გვერდების რაოდენობა: 44-48