რადიო პალიტრა

რადიო ,,პალიტრა’’
შენი სანდო თანამგზავრი!

საინფორმაციო-მუსიკალური რადიო „პალიტრა“ დაფუძნდა 2008 წელს.

თემატიკა

რადიო „პალიტრა“ აშუქებს აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ მოვლენებს. არჩევს ხარისხიან, პოპულარულ მუსიკას საუკეთესო განწყობის შესაქმნელად. მსმენელს აქვს საშუალება, ოპერატიულად მიიღოს მაქსიმალურად სანდო, მიუკერძოებელი ინფორმაცია. იყოს ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების საქმის კურსში, უსმინოს სასიამოვნო, გემოვნებიან მუსიკას.

სამიზნე აუდიტორია

რადიო „პალიტრის“ მსმენელთა რიცხვს მიეკუთვნებიან საქმიანი, განათლებული , საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები და მათი ანალიზი.

პოზიციონირება

რადიო „პალიტრა“ პოზიციონირდება, როგორც საინფორმაციო-მუსიკალური რადიო.

გავრცელების არეალი

მაუწყებლობს თბილისსა და მის შემოგარენში, ასევე გუდაურში _ ტალღაზე 103.9


www.radiopalitra.ge