სოც. პასუხისმგებლობა

ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. "პალიტრა მედიის" ეგიდით არაერთი საქველმოქმედო და საგანმანათლებლო აქტივობა ხორციელდება:

  • 2019 წლიდან აქტიურად ვახმოვანებთ მხატვრულ ლიტერატურას როგორც აუდიოწიგნების მოყვარულთათვის, ასევე შშმ პირებისთვის და განვათავსებთ ჩვენს აუდიო წიგნების პლატფორმაზე GUDABOOKS.GE
  • 2019 წელს მხარი დავუჭირეთ პროექტს #spendyoursummeringeorgia, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით დავიწყეთ კამპანია #ქართულიზაფხული, რომლის ფარგლებშიც ჩვენმა სარეკლამო განყოფილებამ უსასყიდლოდ დავუთმეთ სივრცე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებულ სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებს
  • 2019 წელს ბიბლუსმა ბიბლიოთეკა მოუწყო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლას და გარკვეული პერიოდულობით ამარაგებს მას საკანცელარიო ნივთებითა და ახალი გამოცემებით
  • 2018 წელს განხორციელდა პროექტი "დაუმეგობრდი ფერებს", რომელიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტი ითვალისწინებს ბავშვების შემეცნებითი ლიტერატურით უზრუნველყოფას, რაც მათ სამყაროს შეცნობაში ეხმარებამ და საშუალებას აძლევს, იკითხონ და შეეხონ სამყაროს
  • 2018 წლიდან ბიბლუსი თავის მკითხველს ინგლისურის შემსწავლელ უფასო ონლაინ კურსებს სთავაზობს, რომელიც დამწყებებს სასაუბრო ენის დაუფლებაში ეხმარება. ვიდეოები ბიბლუსი გალერეას სივრცეში იწერება და აქტიურად განთავსდება მაღაზიათა ქსელის facebook გვერდზე
  • 2017 წელს შევუერთდით კამპანიას #აღადგინე, რის ფარგლებშიც მონაწილეობა მივიღეთ ბორჯომის ტყის აღდგენის პროცესში. კომპანიის თანამშრომლებმა დარგეს ხეები ბორჯომისა და ლისის ტერიტორიებზე
  • 2017 წლიდან „ბიბლუსი“ თავისი თანამშრომლების შვილებს, რომლებიც პირველად მიდიან სკოლაში უზრუნველყოფს სასკოლო და საკანცელარიო ნივთებით
  • 2016 წლიდან 8 მარტს, ბიბლუსი ტრადიციულად სტუმრობს ქალთა კოლონიას ცნობილ ქართველ ავტორებთან ერთად, ატარებს შემეცნებით შეხვედრებს. აახლებს კოლონიის ბიბლიოთეკას ახალი გამოცემებით
  • 2015 წლიდან ჩვენი გამომცემლობა "პალიტრა L" -ი აქტიურად უჭერს მხარს და ამარაგებს წიგნებით სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, აწესებს ჯილდოებს სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულებისთვის, უგზავნის სხვადასხვა ქვეყნის დიასპორასა და ამარაგებს ქართული წიგნის კუთხეებს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში
  • 2015 წლიდან წიგნების მაღაზიათა ქსელი ახორციელებდა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს "ბიბლუსოთეკა", პროექტს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანები ბიბლუსში სპეციალურად შეკრებილ მკითხველებს საინტერესო თემებზე საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ, პროექტი ასევე მიზნად ისახავდა ნაკლებად ცნობილი, ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას
  • 2012 წლიდან აქტიურად ვზრუნავთ გარემოს დაცვაზე, რასაც წარმატებით ვახერხებთ პროექტ ”მაკულიტერატურის” მეშვეობით. პროექტის ფარგლებში 5 მლნ. კილოგრამი მაკულატურა გადაურჩა უსაფუძვლოდ გადაგდებს, რაც გვაუწყებს იმას რომ 6 წლის განმავლობაში ჩვენმა აქტივობამ 85000 ხე გადაარჩინა მოჭრისაგან. პროექტმა"მაკულიტერატურამ" 2018 წელს მელიორას ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში "ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა"
  • 2012 წლიდან ”პალიტრა მედია” ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის, გამომცემლობა პალიტრა L უგზავნის წიგნებს უგზავნის სხვადასხვა ქვეყნის ქართულ დიასპორებს, ამარაგებს ქართული წიგნის კუთხეებს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებში, პროექტის „წიგნი ყველა სოფელს“ ფარგლებში ამარაგებს ქართულ სოფლებს
  • 2006 წლიდან სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" ინიციატივით მედიასახლი დახმარებას უწევდა სანაპირო დაცვის კატარღა "გენერალ მაზნიაშვილის" ეკიპაჟს "პალიტრა მედია" პერმანენტულად ახორცილებს სხვადასხვა აქციას უსინათლოთა, მიუსაფარი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. უსასყიდლოდ აწვდის ჟურნალ-გაზეთებს მოხუცთა თავშესაფრებსა და მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციებს.