წიგნების გამომცემლობა და გავრცელება
„გამომცემლობა პალიტრა L“ შეიქმნა 2005 წელს. ათი წლის მანძილზე გამომცემლობამ განახორციელა მრავალი ძალზე მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტი.
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. განვლილი პერიოდის განმავლობაში „ბიბლუსმა“ შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი.
2007 წლიდან პრესისა და წიგნების ინტერნეტმაღაზია ელვა.ge მომხმარებელს სთავაზობს მაღალი სტანდარტების საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
პრესის გავრცელების კომპანია "ელვა სერვისი" შეიქმნა 2000 წელს. განვლილი 16 წლის მანძილზე მან ჩამოაყალიბა პრესის დისტრიბუციის ერთიანი სისტემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ელვა მარკეტი დაარსდა 2012 წელს. "ელვა მარკეტი" მინიმარკეტის ტიპის თანამედროვე დახვეწილი დიზაინის ჯიხურების სტანდარტიზებული ქსელია.
“წიგნის გამავრცელებელთა საზოგადოება” 2014 წელს დაარსდა. ამ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჰყავს წარმომადგენელი.