ბიბლუსი
წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. კომპანიის არსებობის თითქმის 8 წლის მანძილზე „ბიბლუსმა“ შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.
დღეისათვის „ბიბლუსი“ მართავს 50 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყოველდღიურად სთავაზობს წიგნის მოყვარულებს საქართველოს საგამომცემლო სახლებისა და კერძო ავტორების მიერ გამოცემულ ყველა ჟანრისა და თემატიკის ლიტერატურას.
„ბიბლუსის“ მისიაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში განათლების დონის შემდგომი ამაღლებისათვის.
ბიბლუსი ქიდსი
„ბიბლუსი“ქიდსი არის უნიკალური ადგილი, ჯანსაღი გარემო სავსე წიგნებით, სადაც ბავშვები ერთობიან და ამავდროულად შემოქმედებითად და ინტელექტუალურად ვითარდებიან, ხოლო მშობლები ისვენებენ! ეს არის თანამედროვე, თუმცა მყუდრო გასართობი კომპლექსი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას, შესაბამისად, სივრცე აღჭურვილია უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური გასართობებით.
„ბიბლუსი ქიდსი“მიზნად ისახავს ბავშვების შინაარსიანი დასვენებისა და განვითარებისათვის საჭირო მიკროგარემოს
შექმნას.
მთავარი
ღირებულება
კი
– წიგნისა
და
კითხვის
პოპულარიზაციაა
მთელი
ქვეყნის
მასშტაბით.
Ci Gusta!
მსოფლიოს 35 ქვეყანაში მომხმარებლების რჩეული იტალიური ბრენდი ,,ჩიგუსტა!“ წელიწადია, ბიბლუსი გალერეაშია წარმოდგენილი და უკვე სარგებლობს მომხმარებლების დამსახურებული ნდობით.
„ჩიგუსტა!“ გამოირჩევა მყუდრო ინტერიერით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის წიგნის მაღაზიის ინტელექტუალურ გარემოს. კაფეში მუდმივად ტრიალებს იტალიური ყავის დახვეწილი არომატი, ამასთან, ჩიგუსტას ტერიტორიაზე მოწევა შეზღუდულია.
„ჩიგუსტა!“ მომხმარებელს სთავაზობს უგემრიელეს იტალიურ
კერძებსა
და
დესერტებს,
ასევე
პრეჯელის
ექსკლუზიური
ყავის
მარცვლისგან
დამზადებულ
ყავის
ნაირსახეობებს.
www.biblusi.ge