ელვა.ge
ელვა.ge

ელვა.ge
საკურიერო მომსახურება

კომპანიის შესახებ

პრესისა და წიგნების გამოწერის სერვისი ადგილზე მიწოდებით ჯერ კიდევ 2000 წელს შესთავაზა მომხმარებელს კომპანია "ელვა სერვისმა". აღნიშნული გულისხმობდა ნებისმიერი ჟანრისა და თემატიკის, როგორც ქართული, ისე უცხოური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერას, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების მიერ.

2007 წლიდან კი პრესისა და წიგნების ინტერნეტმაღაზია ელვა.ge მომხმარებელს სთავაზობს მაღალი სტანდარტების საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი საკურიერო სერვისის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ დოკუმენტები, სარეკლამო მასალები, მცირე და შედარებით დიდი ზომის ამანათები. საკურიერო სერვისის უპირატესობა მომხმარებელზე მორგებული ტარიფები და მომსახურების მაღალი ხარისხია.


პოზიციონირება

ელვა.ge-ს უპირატესობაა სრულყოფილი მომსახურება - ნებისმიერ მისამართზე, ნებისმიერი, ქართული თუ უცხოური წიგნებისა და ჟურნალგაზეთების ოპერატიული მიწოდება. ასევე, შეკვეთის მოხერხებული და მარტივი პროცედურა, გადახდის მოქნილი სისტემა და უფასო კურიერული მომსახურება.

კომპანიის მისია

ელვა.ge-ს მისიაა საქართველოს საზოგადოების ყველა ფენისა და სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს, კორპორატიულ კლიენტებს შესთავაზოს პრესისა და წიგნების შეუზღუდავი არჩევანი ადგილზე მიწოდების სერვისის მეშვეობით, რაც გულისხმობს ნებისმიერი თემატიკის პრესისა და წიგნების სასურველ მისამართზე ოპერატიულად მიწოდებას.


ელვა.ge-ს მიზანია მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, პრესისა და წიგნების ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა.


www.elva.ge