სტუდენტური კონკურსი
სტუდენტური კონკურსი

პალიტრა მედია ჰოლდინგი აცხადებს სტუდენტურ კონკურსს.

კონკურსის ხანგრძლივობა: 2 თვე

სტუდენტები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპისგან:

  1. რეზიუმეების მიღება და პირველადი გადარჩევა;
  2. გასაუბრება ჟიურის წევრებთან;
  3. გასაუბრების შედეგად შეირჩევა 20 სტუდენტი, რომლებიც გადანაწილდებიან 2 კაციან გუნდებად და გაივლიან ტრენინგ კურსს გაყიდვების მიმართულებით;
  4. კურსის გავლის შემდეგ მათ მიეცემათ საშუალება შეიმუშაონ გაყიდვების გეგმა და იმუშაონ რეალურ კომპანიებთან;
  5. პროექტის მიმდინარეობის პროცესში სუსტი გუნდები გაეთიშებიან პროექტს;
  6. ფინალურ ეტაპზე, დარჩენილი სამი ჯგუფი, დაუგეგმავს გაყიდვებს ცნობილ ქართულ კომპანიებს, მოხდება შედეგების ანალიზი, რაც გაშუქდება პალიტრა მედიას სხვადასხვა მედია საშუალების მიერ (ტელევიზია, რადიო, საიტები)
  7. გამარჯვებული გუნდის წევრები დასაქმდებიან პალიტრა მედიაში;

კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა, მოტივირებულ ადამიანებს შეასწავლოს გაყიდვების ტექნიკა და შემდგომ დაასაქმოს ისინი საინტერესო და პერსპექტიულ პოზიციებზე.

აღნიშნული ორი თვე სტუდენტებისთვის იქნება მრავალმხრივ სასარგებლო:

- ისინი გაივლიან სტაჟირებას წამყვან ქართულ მედია ჰოლდინგში;

- ექნებათ დრო, რომ შეაფასონ რამდენად საინტერესოა მათთვის კომერციული სფერო;

- შეძლებენ მოიპოვონ საინტერესო პოზიცია კომპანიაში მინიმალური სამუშაო გამოცდილების გარეშე;

- გაიარონ ორ თვიანი სტაჟირება და ჰქონდეთ ურთიერთობა საინტერესო ქართულ კომპანიებთან;

- გაატარონ საინტერესო დრო, რეალური შოუს ფორმატის მქონე სტუდენტურ კონკურსში და ობიექტურად, საკუთარი შრომით მოიპოვონ სამუშაო ადგილი.

თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული, კომუნიკაბელური და კრეატიული ახალგაზრდა - ეს კონკურსი სწორედ შენთვისაა!

კონკურსი ეხება მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.

გამოგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: student@palitra.ge