კოლორპაკი
კოლორპაკი

კომპანიის შესახებ

შპს „კოლორპაკი“ სტამბა „კოლორის“შვილობილი კომპანიაა. ის 2005 წელს დაარსდა. კომპანია ბეჭდავს სხვადასხვა სახის შესაფუთ და სარეკლამო პროდუქციას: მაღალი ხარისხისა და სირთულის ღვინისა და შამპანურის ეტიკეტებს, საკვები პროდუქტების პაკეტებს, ყუთებს, ჩანთებს, კონვერტებს, საქაღალდეებს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს, კალენდრებს (კედლის, მაგიდის, ჯიბის), პოსტერებსა და სხვა. პროდუქციის შესაქმნელად უახლესი ტექნოლოგიები, ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდი და საღებავები გამოიყენება.

პოზიციონირება

„კოლორპაკი“ საქართველოს ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც მაღალი ხარისხის ეტიკეტის მწარმოებელი, ქაღალდის პაკეტების მსხვილი მიმწოდებელი და საიმედი პარტნიორი სარეკლამო ბეჭდვის მიმართულებით.

კომპანიის მისია

„კოლორპაკის“ მისიაა, ეტიკეტის ბეჭდვის მიმართულებით იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი მაღალხარისხიანი ნაწარმით ჩაანაცვლოს, საკვები პროდუქტების შეფუთვაში დანერგოს ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდის მოხმარების კულტურა.

HP Indigo

2015 წლიდან წარმოებას დაემატა ახალი მიმართულება _ ეტიკეტებისა და შეფუთვების ბეჭდვა. კომპანიამ შეიძინა ახალი დანადგარი _ HP Indigo WS6800, რომელიც ამიერკავკასიაში მსგავსი ტიპის პირველი დანადგარია. „კოლორპაკის“ თანამშრომლებმა კვალიფიკაცია საზღვარგარეთ აიმაღლეს, რამაც ქართველ მეღვინეებს და არა მარტო მათ, საქართველოში მაღალი ხარისხის ეტიკეტების სწრაფად და უმაღლესი ხარისხით დაბეჭდვის შესაძლებლობა მისცა.