იტალიური კაფე “ჩიგუსტას”მენეჯერი
იტალიური კაფე “ჩიგუსტას”მენეჯერი

კომპანია„ბიბლუსი“ აცხადებს ვაკანსიასიტალიური კაფე ჩიგუსტასმენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობა:

  • არსებულ ქსელში მომსახურების და გაყიდვების სისტემების განვითარება;
  • ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვა;
  • სასაქონლო მარაგების ანალიზი და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • სამუშაო პროცესის დროს ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
  • სერვისის და სერვირების კონტროლი;
  • სალაროს და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი დადგენილი წესის მიხედვით;
  • ფილიალების ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • პერსონალის შერჩევა HR მენეჯერთან ერთად, დატრენინგება/ქოუჩინგი და შემდგომი კონტროლი;
  • ქსელის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ხელმძღვანელობისთვის და რაპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მომსახურების სფეროში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • HORECA-ს მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • პროექტის მართვის უნარი;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • კომპანიის მიზნებისა და ძირითადი პროცესების ფართოდ გააზრებისა და მენეჯერულ გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • ღრმა ანალიტიკური უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@palitra.ge2016 წლის30 სექტემბრისჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.