კომერციული დირექტორი
კომერციული დირექტორი

მულტიმედია ჰოლდინგ ”პალიტრა მედიას” წევრიკომპანია სტამბა ”კოლორი” აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

სტამბა „კოლორპაკი“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ სტამბას. „კოლორპაკი“ პოლიგრაფიული საქმიანობით დაკავებულია 1992 წლიდან. ბეჭდავს: ჟურნალებს, გაზეთებს, წიგნებს, პოსტერებს, ეტიკეტებს, ბუკლეტებს, ბლანკებს, კონვერტებს, საქაღალდეს, სავიზიტო ბარათებს, სტიკერებს, კალენდრებს (კედლის, მაგიდის, ჯიბის), ყუთებს, ქაღალდის ჩანთებს, რვეულებს და სხვა. ამჟამად წარმოებაში დასაქმებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი.

ძირითადი მოვალეობა:

  • კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად, კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება,შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
  • პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის სტრატეგიების სამოქმედო გეგმების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების მიმართულებით, მომხმარებელთან ურთიერთობის/მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და განხორციელება;
  • კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენის უზრუნველყოფა კომპანიაში ბიუჯეტირების ერთიანი პროცესის ფარგლებში. ფინანსური სამსახურისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მიწოდება;
  • კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან დასამსახურებთან სტრატეგიული ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში. MBA ჩაითვლება უპირატესობად;
  • სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მარკეტინგის ან/და გაყიდვების მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 4 წლის, ხოლო მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
  • Excel მაღალ დონეზე ფლობა;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) მაღალ დონეზე ფლობა.

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზების და მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
  • ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
  • სისტემური აზროვნების, მართვის სისტემური კომპონენტების შექმნის და დანერგვის უნარი;
  • ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებული;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@palitra.ge2016 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!