მარკეტინგის სპეციალისტი
მარკეტინგის სპეციალისტი

მულტიმედია ჰოლდინგი„პალიტრა მედია“აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტისპოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • პრესის და ჟურნალ გამოცემების მიმართულებით გაყიდვების სტიმულირება;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება;
  • პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება, სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
  • პროქდუციის პლანოგრამების გაკეთება და პერიოდული მონიტორინგი ქსელის წარმომადგენლებთან ერთად;
  • გაყიდვების ჯგუფისთვის კოორდინაციის გაწევა რეალიზაციის ზრდის მიზნით;
  • ახალი პროდუქტების შექმნა;
  • ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და შემდგომი ანალიზი;
  • მუდმივი კოორდინირებული მუშაობა პროდუქტის განვითარებისა და პრომოუშენისათვის;
  • მარკეტინგის სამსახურში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და პროექტების მართვა;
  • ივენთების კონცეფციის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
  • ჟურნალების სარეკლამო განთავსებები პრინტსა და ვებ მედიაში;
  • ყოველკვირეული სამუშაო რეპორტების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა;
  • კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე vacancy@palitra.ge2016წლის30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას