სიახლეები
”გამომცემლობა პალიტრა L - მა” ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ცნობილი ნაწარმოების, ”დიდი გეტსბის” სრულიად ახალი თარგმანი გამოსცა

წიგნი ინგლისურიდან ქართულ ენაზე ლევან ინასარიძემ თარგმნა. მისი შეძენა უკვე შეგიძლიათ წიგნის მაღაზიებში.


”დიდი გეტსბი” იმ რომანებს განეკუთვნება, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება და ბევრ საფიქრალსაც უჩენს მკითხველს.

”ირლანდიური წარმოშობის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად მიიჩნევა. კრიტიკოსთა ერთი ნაწილი მის რომანს ”დიდი გეტსბი”- ამავე პერიოდის ინგლისურენოვან 100 საუკეთესო წიგნს შორის მეორე ადგილზე აყენებს. ეს არის ერთი მამაკაცის და ერთი ქალის დიდი ამბავი, ანუ უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ისევ ერთადერთი და განუმეორებელი. ჯეი არაფერს იშურებს მისი გულის მოსაგებად... ამ ერთგულებასა და უანგარობას სწორედ საყვარელი ქალის სანაცვლოდ ეწირება, თანაც ისე, რომ ქალის ცრემლსაც ვერ ეღირსება.
ასე სრულდება დიდი გეტსბის ტრაგიკული სიყვარული. კაცისა, რომელსაც თან ყველაფერი ჰქონდა და თან - არაფერი! ”