სიახლეები
ჟურნალმა "კარიბჭემ" 10 წლის იუბილე სასულიერო პირებისა და ერთგული მკითხველის გარემოცვაში აღნიშნა
უკვე 10 წელია, რაც ჟურნალი "კარიბჭე" მკითხველისთვის გასაგებ ენაზე, თანმიმდევრულად ცდილობს ამოხსნას ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი ამოცანა: რა არის ქრისტიანობა?

არსებობის 10 წლის იუბილე ჟურნალმა საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში სასულიერო პირებისა და ერთგული მკითხველის გარემოცვაში აღნიშნა.

სასულიერო პირები "კარიბჭეს" პროფესიული რელიგიური ჟურნალისტიკის პიონერად მოიაზრებენ და მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრობენ.

საიუბილეო საღამოზე გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ჟურნალის სარედაქციო კოლეგია საკუთარი გამოცემებით დაასაჩუქრა. ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა ერთგული მკითხველიც.

ჟურნალი მკითხველებს ღვთისა და ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მეგზურობას კვლავაც გაუწევს, რადგან არსებობის მანძილზე გამოცემა ბევრისთვის კარიბჭედ იქცა, რომლის გავლითაც მკითხველი სულიერი ცხოვრების სამყაროში ხვდება.