სიახლეები
ambebi.ge-ს კონკურსის "მე შენ მიყვარხარ" საზეიმო დაჯილდოება "ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში
შიკო თურმანიშვილსა და მის მეორე ნახევარს, თიკო ჩერქეზიშვილს ambebi.ge-სგან რომაული არდადეგების საგზური გადაეცათ საჩუქრად. გარდა ამისა,

დაჯილდოვდნენ "ყველაზე რომანტიკული", "ყველაზე კრეატიული" და "ყველაზე სახალისო" წერილების გამარჯვებული ავტორებიც.

პარფიუმერულმა მაღაზიამ "ისი პარი" "ყველაზე სახალისო" წერილის ავტორად ასლანი დაასახელა და მას "ისი პარისგან" ქალისა და მამაკაცის სუნამოები გადასცა.

"ყველაზე რომანტიკული" წერილის ავტორი გახდა ზურა ქოჩლაძე, რომელსაც თავის მეორე ნახევართან, მანანა ბურჭულაძესთან ერთად ყველაზე ელეგანტურ რესტორან "ფუნიკულიორში" ორკაციანი რომანტიკული ვახშამი ელის.

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" რჩეული კი "ყველაზე კრეატიული" წერილის ავტორი, ეკა შავერდაშვილი გახდა.