სიახლეები
„წიგნები არასრულწლოვან მსჯავრდებულებს“ პალიტრა L - ისგან
2014 წლის 14 თებერვალს, „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი“ და გამომცემლობა „პალიტრა L“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ მხარეთა შორის ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავებას.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი“ პროგრამა „ლიდერთა სახლის“ ფარგლებში ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს – „წიგნები არასრულწლოვან მსჯავრდებულებს“, რომლის ფარგლებშიც ცენტრისა და „პალიტრა L“- ის აქტიური თანამშრომლობით ავჭალის №11 დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები საჩუქრად მიიღებენ მათთვის საინტერესო და სასარგებლო წიგნებს: სერიიდან ”ჩემი რჩეული” და ”მსოფლიო დეტექტივების სეიფი”
აღნიშნული აქციის მიზანია, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სათანადო მხარდაჭერა და ხელშეწყობა მათი განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებაში.