ელვა სერვისი
ელვა სერვისი

ელვა სერვისი

პრესის გავრცელების კომპანია

პრესის გავრცელების კომპანია "ელვა სერვისი" შეიქმნა 2000 წელს "პალიტრა მედიის" შემადგენლობაში. განვლილი 16 წლის მანძილზე მან ჩამოაყალიბა პრესის დისტრიბუციის ერთიანი სისტემა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. "ელვა სერვისი" ავრცელებს პრესას მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 000-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო წერტილში, რათა მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მომხმარებელს.

პოზიციონირება

"ელვა სერვისი" პოზიციონირდება, როგორც ლიდერი კომპანია პრესის გავრცელების მიმარულებით საქართველოში, გამოირჩევა დიდი გამოცდილებით და მაღალი პროფესიონალიზმით. კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრესის დისტრიბუციის განვითარების საქმეში.

კომპანიის მისია

მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ჟანრისა და თემატიკის პრესის ოპტიმალური გავრცელების უზრუნველყოფა მომხმარებლის მოთხოვნილების მაქსიმალური გათვალისწინებით. პრესის ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.